"სანდერლენდის" ფეხბურთელს, ადამ ჯონსონს 2016 წლის მარტში თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიუსაჯეს.
მას შემდეგ ჯონსონმა არასრულწლოვანთან კავშირის გამო ციხეში 3 წელი გაატარა, თუმცა ახლა მას ვადაზე ადრე უშვებენ.
ფეხბურთელი 22 მარტს, პარასკევს საღამოს უნდა გაათავისუფლონ, არადა, როგორც წესი, პატიმრებს დილით ათავისუფლებენ ხოლმე. აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე მიიღეს.
ჯონსონს ეშინია, რომ მას და მის ახლობლებს საფრთხე ელით, რადგან თავისუფლებაზე მას შესაძლოა ბევრი აგრესიულად განწყობილი ადამიანი დახვდეს.
გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან მშობლები იყვნენ და დაჰპირდნენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ
სახლში წაიყვანდნენ.
ჯონსონის ყოფილი მეგობარი გოგონა სტეიტი ფლაუნდერსი მათთან ერთად არ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების შემდეგ ჯონსონი დიდ სახლში დასახლდება, რომელიც მისთვის მისმა ახლობლებმა 2.3 მლნ ევროდ შეიძინეს.
გათავისუფლების მიუხედავად, ჯონსონს შეზღუდვები მაინც ექნება. გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში ის პოლიციაში უნდა მივიდეს და სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის სიის ფურცელზე უნდა დაფიქსირდეს.
ფეხბურთელი ვალდებულია, პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდოს ინფორმაცია:
- საზღვარგარეთ გასვლის გეგმებზე, რომელსაც შესაძლოა ვეტო დაედოს.
- ნაღდი ფულის ოდენობა, რომელიც მას გააჩნია.
- არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მასთან სახლში გაჩერდებიან.
ადამ ჯონსონი მეორე შანსს ითხოვს - პატიმარმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბებს წერილი გაუგზავნა
ადამ ჯონსონის ისტორია: რატომ დააკავეს და როგორ გახდა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ციხის დამლაგებელი