იურგენ კლოპი: ჩვენი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ...

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის გეგმებზე ისაუბრა და ასევე "სიტის" მარცხსაც შეეხო.

"მუდმივად გამარჯვება რთულია. ზოგჯერ გამოგდით, ზოგჯერ არა. "სიტი" "ჩელსიზე" უკეთესი იყო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა.

"კრისტალ პალასმა" დაუჯერებელი გოლები გაიტანა, ეს ყოველთვის დისკომფორტის მომტანია, "მანჩესტერ სიტიმ" კი თავისი მომენტები ვერ გამოიყენა. მათ უბრალოდ არ გაუმართლათ.

რაც შეეეხება ტრანსფერებს, ჩვენი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არასდროს იცი რა მოხდება. ჩვენი კარები ღიაა.

წინ ბევრი მატჩი გვაქვს და ჯერ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის გაძლიერება. თუ
რამე შეიცვლება, ვნახოთ", - თქვა კლოპმა.

altიურგენ კლოპი: მე სმარტფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს - მესისთან

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული