ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ "მანჩესტერმა" ახალი მწვრთნელის ოლე - გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და თავი ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გამოიჩინა, რომელიც გუნდიდან ასაბარგებლად იყო მზად.
მან ამ 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. წინა 12 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.
სოლსკიაერმა თქვა, რომ პოგბაზე დიდ იმედებს ამყარებს:"პოგბას უმაღლესი დონის ფეხბურთელად ვთვლი. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაღალია და მეორე სართულზე განსაკუთრებით კარგად თამაშობს. შრომა არ ეზარება. ეს საკვანძო საკითხია. ფეხბურთელი ყოველი
მატჩის დასასრულს უნდა დაიღალოს.
თავი ტოპ-ფეხბურთელად წარმოაჩინა და თამაშის მასზე აწყობას ვცდი", - განუცხადა სოლსკიაერმა კლუბის საიტს.