ამა წლის მაისში "ასტონ ვილასა" და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო კოდლერმა, რომელიც ბოლოს დაბალი ლიგის "ლინკოლნში" თამაშობდა, პარიკერაზე ქალი დაუნდობლად სცემა.
პარკირებაზე კოდლერის ავტომობილს 24 წლის მედდა მანქანით დაეჯახა და ამას ინციდენტი მოჰყვა.
კოდლერი მას კარის ჩაწეული მინიდან ხელით ურტყამდა, შემდეგ კი კარი გააღო და წიხლები ჩააზილა. შედეგად, მედდას სახე დაუზიანდა და ხელის თითი მოსტყდა.
სასამართლომ კოდლერს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.