იტალიაში მსაჯმა ფეხბურთელს სცემა და 5 წლით დასაჯეს

AutoSharing Option
იტალიის მე-8 დივიზიონის ერთ-ერთ მატჩში, სადაც "ბუგერი" "მონრეალ კალჩოს" ხვდებოდა, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

მეორე ტაიმში სტუმრების ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო, თანაგუნდელების ბურთის სწრაფად შეყვანაში დახმარებას ცდილობდა. ეს არ მოეწონა გვერდით არბიტრს, რომელმაც ფეხბურთელთან კამათი დაიწყო.

კონფლიქტი მალე ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მსაჯმა ფეხბურთელს თავი ჩაარტყა. ინციდენტის შედეგად გუნდის ფანებს შორის ჩხუბი დაიწყო და 69-ე წუთზე მატჩის გაჩერება მოუწიათ.

Football Italia-ს ცნობით, გვერდით მსაჯს ჩხუბის გამო 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო გუნდები მატჩს პირველ დეკემბერს ჩაამთავრებენ.

altსტამბოლური დერბი ფეხბურთელების მასობრივი

ჩხუბით დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელი ცემა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული