"ჩელსიმ" კანტეს გოლით "კრისტალ პალასს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ჩელსიმ" 1:0 დაამარცხა "კრისტალ პალასი".

სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, წესით უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ჟირუმ გოლიც გაიტანა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მან ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

"ჩელსი" 43 ქულით მე-4 ადგილზეა და 2 იანვარს "საუთჰემპტონს" მასპინძლობს.

ამ მატჩამდე "კრისტალ პალასს" სამ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

ლონდონი. "შელჰურსტ პარკი"
კრისტალ პალასი - ჩელსი 0:1
გოლი: კანტე (51)

კრისტალ პალასი: გუაიტა, ვან ბისაკა, ტომკინსი, საჰო, ვან ანჰოლტი,
მაკარტური, კუაიტე (მაიერი 78), მილოშევიჩი (უიკემი 69), შლუპი, ტაუნსენდი, ზაჰა

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ლუის ალონსო, კანტე, ჟორჟინიო, ბარკლი (კოვაჩიჩი 88), ვილიანი (ემერსონი 82), ჟირუ (მორატა 76), აზარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული