3 იანვარს დიდი მატჩია: "მანჩესტერ სიტი"-"ლივერპული" - რას ამბობს გვარდიოლა?

AutoSharing Option
3 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "მანჩესტერ სიტი" ლიდერ "ლივერპულს" მასპინძლობს, რომელსაც 7 ქულით ჩამორჩება. მომავალი შეხვედრის შესახებ "ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ "საუთჰემპტონის" დამარცხების (3:1) შემდეგ ისაუბრა.

"ორი წაგების შემდეგ მოგება მნიშვნელოვანი იყო და ბიჭებმა ამოცანა შეასრულეს. თუ გუნდი სეზონში 100 ქულას აგროვებს, ხოლო პირველი წრის შემდეგ 45 ქულა აქვს, ე.ი. საქმე ცუდად არაა. ურიგოდ არ მივიწევთ წინ, მაგრამ შესაძლოა, "ლივერპული" ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

იქნება თუ არა დე ბრიუნე ამ მატჩისთვის მზად? გიუნდოგანი მზად იქნება, დე ბრიუნეს ამბავს კი
ხუთშაბათს შევიტყობთ. რა თქმა უნდა, ეს თამაში იმაზე მეტია, ვიდრე 3 ქულისთვის დაპირისპირება, რადგან ლიდერს შევხვდებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული