"არსენალმა" "ფულჰემი" 4:1 დაამარცხა

AutoSharing Option
1 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ფულჰემს" 4:1 მოუგო.

"არსენალი" 41 ქულით კვლავ მე-5 ადგილზეა და 12 იანვარს სტუმრად "ვესტ ჰემს" შეხვდება.

ამ სეზონში გრანიტ ჯაკამ 3 გოლი გაიტანა, იმდენივე რამდენიც წინა ორ სეზონში.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთ დავას ლიდერობს.

ალეკსანდრ ლაკაზეტმა "მეთოფეებში" 51 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გოლი აარონ რამსიმაც გაიტანა, რომელმაც "იუვენტუსში" გადაბარგების სურვილი გამოთქვა. მას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

ლონდონი. "ემირეითსი". 59 887 მაყურებელი
არსენალი - ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 ჯაკა (25), 2:0 ლაკაზეტი (55), 2:1 კამარა (69), 3:1 რამსი (79), 4:1 ობამეიანგი (83)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული