ერთწლიანი დისკვალიფიკაციიდან პრემიერლიგამდე - სამირ ნასრი "ვესტ ჰემში" ითამაშებს

AutoSharing Option
ფრანგი ფეხბურთელი სამირ ნასრი კარიერას ლონდონის "ვესტ ჰემში" გააგრძელებს.

31 წლის ნახევარმცველმა ხელი კლუბთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოაწერა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ.

სამირ ნასრის წელიწადზე მეტია არ უთამაშია. მან "ანტალიასპორში" თამაშისას დოპინგ-ტესტი ჩააგდო და 2017 წლის 4 დეკმებრიდან დღემდე დისკვალიფიცირებული იყო.

ფრანგი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგა უცხო არაა, 8 წლის განმავლობაში ის "არსენალის" და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.

altტერი, ნასრი, ევრა და სხვები - თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული