იანვარში "ჩელსის" ორი ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" იანვარში ორი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს - იუწყება ბრიტანული Mirror-ი.

კლუბს სესკ ფაბრეგასი და დავიდ ზაპაკოსტა დატოვებენ. ესპანელ ფეხბურთელს ტიერი ანრის "მონაკოს" უკავშირებენ, ხოლო ზაპაკოსტა, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება და "ლაციოს" შეუერთდება.

აღნიშნულ ფეხბურთელებს მაურისიო სარის ფორმაციის "ჩელსიში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და მათი წასვლაც სწორედ ამას უკავშირდება.

ლონდონურმა კლუბმა კი პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა, "არისტოკრატებმა" დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი კრისტიან პულისიჩი შეიძინეს.

altკრისტიან პულისიჩი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული