მანჩესტერმა სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ნიუკასლი".

"მანჩესტერმა" ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 14:3, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ გრანდებთან არ უთამაშიათ. მასზე უკეთესი სასტარტო შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ მეტ ბასბის ჰქონდა - 5 მოგება.

რომელუ ლუკაკუმ ანგარიში შეცვლაზე შესვლიდან 38 წამში გახსნა. მან ამ სეზონში პრემიერლიგაზე 8 გოლი გაიტანა.

მარკუს რეშფორდმა სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას მას 3 გოლის გასატანად 14 მატჩი დასჭირდა.

24 ნოემბრის შემდეგ
ტრავმის გამო უთამაშებელი ალექსის სანჩესი შეცვლაზე შევიდა და რეშფორდს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი". 52 217 მაყურებელი
ნიუკასლი - მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 0:2 რეშფორდი (80)
მკითხველის კომენტარები / 1 /
აღიარეთ მანჩესტერის ფანებო, რო ფეხბურთელები სპეცილურად არ თამაშობდნენ 100 %-ით მაურინიოს დროს, რო გაეგდოთ. ვერ დავიჯერებ რო ეხლა ისწავლეს თამაში და მანამდე “დაავიწყდათ”...
ქუთაისელი
11:50 03-01-2019
0

სიახლეები პოპულარული