2 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ნიუკასლი".
"მანჩესტერმა" ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 14:3, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ გრანდებთან არ უთამაშიათ. მასზე უკეთესი სასტარტო შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ მეტ ბასბის ჰქონდა - 5 მოგება.
რომელუ ლუკაკუმ ანგარიში შეცვლაზე შესვლიდან 38 წამში გახსნა. მან ამ სეზონში პრემიერლიგაზე 8 გოლი გაიტანა.
მარკუს რეშფორდმა სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას მას 3 გოლის გასატანად 14 მატჩი დასჭირდა.
24 ნოემბრის შემდეგ ტრავმის გამო უთამაშებელი ალექსის სანჩესი შეცვლაზე შევიდა და რეშფორდს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი". 52 217 მაყურებელი
ნიუკასლი - მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 0:2 რეშფორდი (80)