სოლსკაიერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ზამთრის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ულე გუნარ სოლსკაიერმა სატრანფერო გეგმებზე ისაუბრა.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ზამთარში ვინმე შეიძინონ.

"არ მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვინმე იყიდოს იანვარში, თუცმა ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული", - თქვა სოლსკაიერმა Sky Sports-თან.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი "იუნაიტედს" 2018 წლის დეკემბრიდან ხელმძვანელობას მას შემდეგ, რაც კლუბმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.

სოლსკაიერის ხელმძვანელობით "იუნაიტედმა" პრემიერლიგაში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, ხოლო ბურთების სხვაობამ 14:3-ზე შეადგინა.

ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" 38 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული