"მანჩესტერმა" სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო - ის კი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"მანჩესტერმა" ინგლისის თასის 1/32 ფინალში "რედინგი" დამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "მანიუს" მიჯრით მეხუთე გამარჯვებაა. ნამატჩევს კომენტარი ნორვეგიელმა სპეციალისტმა გააკეთა.

"კარგად არ გვიასპარეზია. მეტოქე თამაშს აკონტროლებდა, ჩვენ კი სწრაფად არ მვოქმედებდით.

შემადგენლობაში 9 ცვლილება განვახორციელე, ბიჭები შეუთამაშებელნი იყვნენ, მაგრამ მაინც გავედით შემდეგ ეტაპზე.

სანჩესსს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. იმედია, სერიზული არაფერია და მომავალ უქმეებზე ითამაშებს.

როდესაც მატას ეუხეშნენ, ამის დასანახად ვიდეოგამეორება არ მჭირდებოდა", - განუცხადა სოლსკიაერმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული