"მანჩესტერმა" ინგლისის თასის 1/32 ფინალში "რედინგი" დამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "მანიუს" მიჯრით მეხუთე გამარჯვებაა. ნამატჩევს კომენტარი ნორვეგიელმა სპეციალისტმა გააკეთა.
"კარგად არ გვიასპარეზია. მეტოქე თამაშს აკონტროლებდა, ჩვენ კი სწრაფად არ მვოქმედებდით.
შემადგენლობაში 9 ცვლილება განვახორციელე, ბიჭები შეუთამაშებელნი იყვნენ, მაგრამ მაინც გავედით შემდეგ ეტაპზე.
სანჩესსს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. იმედია, სერიზული არაფერია და მომავალ უქმეებზე ითამაშებს.
სანჩესსს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. იმედია, სერიზული არაფერია და მომავალ უქმეებზე ითამაშებს.
როდესაც მატას ეუხეშნენ, ამის დასანახად ვიდეოგამეორება არ მჭირდებოდა", - განუცხადა სოლსკიაერმა BBC-ს.