ვან გაალი: კლოპმა "ლივერპულისგან" მანქანა შექმნა - ფსონს მის ჩემპიონობაზე ჩავიდოდი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მენეჯერმა ლუი ვან გაალმა "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" მეტოქეობაზე ისაუბრა.

"კლოპმა "ლივერპულისგან" ნამდვილი საბრძოლო მანქანა შექმნა - როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ფსონის ჩემპიონობაზე დადება რომ მომიწიოს, "ლივერპულზე" ჩავიდოდი.

ამ გუნდის თამაში მისი ფეხბურთელების უმაღლეს კლასზეა აწყობილი. სინამდვილეში კი ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელები "სიტის" ჰყავს.

თუმცა, გვარდიოლას სისუსტე აქვს. მისი გუნდები შეტევაზე არიან ორიენტირებულნი. ყოველთვის. დაცვაში საშინლად გამოიყურებიან. "ლივერპული" თავს გაცილებით უკეთ იცავს.

კლოპმა შეგირდები ბრძოლას მიაჩვია და არა აქვს მნიშვნელობა, თამაშისას ბურთს ფლობენ თუ არა. სწორედ ეს აკლია
ახლა გვარდიოლას გუნდს.

"სიტის" არაჩვეულებრივი იდეები და თამაშის სტილი გააჩნია, თუმცა არა აქვს საბრძოლო სულისკვეთება. სწორად გამიგეთ, მიყვარს "ქალაქელთა" თამაშის ყურება.

კლოპი კი გუნდს აბსოლუტურად ფანტასტიკურად თამაშს აიძულებს", - ციტირებს ვან გაალს "მირორი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ლივერპოლის სტილია, რომელსაც დინამოსთან არ გამოსდიოდა ბრძოლა.
sdfffff
21:09 06-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული