8 იანვარს, ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ლივერპული" სტუმრად "ვულვერჰემპტონთან" 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ეს უკანასკნელ 8 წელიწადში პირველი შემთხვევაა, როდესაც "ლივერპული" თასის მესამე ეტაპიდან გამოვარდა.
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩათვალა, რომ ეს ტურნირი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა (სალაჰი და ფირმინო მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე).
კლოპმა სასტარტოში 17 წლის კერტისი და 18 წლის კამაშუ დააყენა, ხოლო როდესაც ლოვრენმა ტრავმა მიიღო, 16 წლის ჰუვერით შეცვალა.
ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია ლოვრენის ტრავმა, რომელიც შესაძლოა გუნდისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს, რადგან ლაზარეთში იმყოფებიან ცენტრალური მცველები გომესი და მატიპი.
ახალი წელი "წითლებმა" ზედიზედ ორი დამარცხებით დაიწყეს.
ვულვერჰემპტონი. "მოლინე". 25 829 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - ლივერპული 2:1
გოლები: ხიმენესი (38), 1:1 ორიგი (51), 2:1 ნევესი (55)
ვულვერჰემპტონი: რუდი, ვინაგრი (დოერტი 75), ბენეტი, ბოლი, კოუდი, კასტრო, მოუტინიო, დენდონკერი, ნევესი, ხიმენესი (კოშტა 83), იოტა (კავალეირუ 52)
ლივერპული: მინოლე, ლოვრენი (ჰუვერი 6), ფაბინიო, კეიტა, კამაშუ, მორენო, ჯონსი (სალაჰი 60), მილნერი, შაქირი, ორიგი, სტარიჯი (ფირმინო 71)