პრემიერლიგა. XXII ტურის წინ: სოლსკაიერის პირველი სერიოზული გამოცდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის ლიდერ "ლივერპულს" გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს დაცვაში. იურგენ კლოპის გუნდმა წააგო "მანჩესტერ სიტისთან" და ახლა ქულებს ვეღარ გაფლანგავს.

რა თქმა უნდა, ინგლისის მთავარ ლიგაში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ რთულია გასვლაზე თამაში, მაგრამ "ლივერპულს" ნამდვილად შეუძლია სამი ქულის აღება "ბრაიტონთან" მატჩში.

რაც შეეხება დაცვის პრობლემებს, საქმე ეხება დეიან ლოვრენის ტრავმას. ცნობისთვის, კლოპს კიდევ ორი ცენტრალური მცველი აკლია - ჯო გომესი და ჟოელ მატიპი.

დიდ ყურადღებას იპყრობს ლონდონური დერბი. რა თქმა უნდა, ფავორიტად მაინც "არსენალი" უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ უნაი
ემერის გუნდი ახლა ვერ არის მთლად კარგ ფორმაში. გრანდებთან შეხვედრებმა გამოაჩინა, რომ "მეთოფეებს" ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ ტოპდონემდე. ამ მატჩში "არსენალს" რამდენიმე მცველი დააკლდება. ასე რომ, გამარჯვება რთულ ამოცანად მოჩანს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შედგება. ოლე გუნარ სოლსკაიერი ჯერჯერობით დიდებულად მიდის, მაგრამ პირველი სერიოზული გამოცდა მას სწორედ ახლა ექნება. ძალიან სანახაობრივი შეხვედრის მოლოდინში ვართ და ეს მოლოდინი უნდა გამართლდეს.

წესით, იოლად უნდა მოიგონ "მანჩესტერ სიტიმ" და "ჩელსიმ". არც ერთ მათგანს აღარ აქვს ქულების დაკარგვის უფლება.

ფაქტები
  • "არსენალმა" ბოლო 2 შეხვედრა მოუგო "ვესტ ჰემს".
  • "ლივერპული" პრემიერლიგაში 3-ჯერ შეხვდა "ბრაიტონს" და სამივე თამაში მოუგო.
  • "ბარნლისა" და "ფულჰემს" შორის ბოლო ოთხ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰადერსფილდმა" ბოლოს 2003 წელს აჯობა "კარდიფს".
  • "ჩელსისა" და "ნიუკასლის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ევერტონისა" და "ბორნმუთის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 2 შეხვედრაში აჯობა "მანჩესტერ იუნაიტედს".
  • "მანჩესტერ სიტისა" და "ვულვზს" შორის ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

პრემიერლიგა. XXII ტური
შაბათი, 12 იანვარი
ვესტ ჰემი-არსენალი 16:30
ბრაიტონი-ლივერპული 19:00
ბარნლი-ფულჰემი 19:00
კარდიფი-ჰადერსფილდი 19:00
კრ. პალასი-უოტფორდი 19:00
ლესტერი-საუთჰემპტონი 19:00
ჩელსი-ნიუკასლი 21:30

კვირა, 13 იანვარი
ევერტონი-ბორნმუთი 18:15
ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნ 20:30

ორშაბათი, 14 იანვარი
მანჩესტერ სიტი-ვულვზი 23:59

ბომბარდირები: 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
23
18
2
3
45
56
23
14
5
4
21
47
23
13
5
5
16
44
8
ვულვზი
23
9
5
9
-4
32
23
9
4
10
0
31
23
9
4
10
-4
31
23
9
3
11
-10
30
23
7
5
11
-7
26
23
6
4
13
-9
22
23
6
4
13
-20
22
23
5
6
12
-12
21
18
კარდიფი
23
5
4
14
-25
19
19
ფულჰემი
23
3
5
15
-30
14