პეპ გვარდიოლა: თუ დე ბრუინს პრობლემა აქვს, იცის, სადაც უნდა მნახოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დამრიგებლის, პეპ გვარდიოლას თქმით, თუ გუნდის ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს რაიმე პრობლემა აქვს, კარგად იცის, სად შეუძლია მისი ნახვა.

ჭორები იმის შესახებ, რომ დე ბრუინი უკმაყოფილოა, მას შემდეგ გავრცელდა, რაც "ბარტონთან" მოგებულ (9:0) მატჩში ბელგიელი ფეხბურთელი შეხვედრის 65-ე  წუთზე შეცვალეს.

"მასთან არ მისაუბრია. ამიტომ არ ვიცი, რას ფიქრობს. თუ რაიმე პრობლემა აქვს, იცის, სადაც უნდა მნახოს" - განაცხადა გვარდიოლამ.

გასულ სეზონში კევინ დე ბრუინმა 52 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონში კი რამდენიმე კვირა ტრავმის გამო გაუცდა და მას
შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იშვიათად იკავებს.

altკევინ დე ბრუინე "მარტო სახლში" - ბელგიელი კევინ მაკალისტერს განასახიერებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული