მართლაც პროგრესი განიცადა "მანჩესტერმა" მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ - ახალი მენეჯერის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ 6 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 17:3.
ადრე უკვე გაცხადდა, რომ სოლსკიაერს გუნდის ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი კურირებს, ახლა კი Manchester Evening News-ი ამტკიცებს, რომ ფერგი რუხი კარდინალის როლს ასრულებს.
სახელდობრ, მისი რჩევით დაითხოვეს მოურინიო და მიიყვანეს სოლსკიაერი. აგრეთვე ფერგიუსონი ნორვეგიელს მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარება და შემადგენლობის შერჩევისას რჩევებს აძლევს.
სოლსკიაერი ფერგიუსონის ხელმძღვანელობით "მანიუში" 11 წელი თამაშობდა.