პრემიერლიგა. XXIII ტური: თოფმა ლონდონურ დერბიში გაისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის ამ ტურის მთავარი მატჩი შედგა ლონდონში, სადაც "არსენალმა" ულაპარაკოდ მოუგო დერბი "ჩელსის". ეს უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო სეზონში, დაახლოებით ისეთი, როგორიც - "ტოტენჰემთან" (4:2). "არისტოკრატებმა" კი ერთხელაც გაგვაკვირვეს - მაურიციო სარიმ თამაში ზუსტად ისევე დაასრულა, როგორც დაიწყო - საერთოდ არაფერი შეუცვლია.

"მეთოფეები" თავიდანვე დაწინაურდნენ. ექტორ ბელერინის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ თავი ალექსანდრ ლაკაზეტმა გამოიჩინა. ფრანგმა ზუსტად ისეთი გოლი შეაგდო, მისი კლასის თავდამსხმელს რომ ეკადრება.

პირველი ტაიმის ბოლომდე ბევრი აღარაფერი იყო
დარჩენილი, როცა ლორან კოსიელნიმ შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ტაიმი "ჩელსის" უკბილო შეტევებში გაილია.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვაობა ტოპ-გუნდებთან სათამაშო დონის გათვალისწინებით დიდი ნამდვილად არ არის. "ვესტ ჰემთან" წაგების შემდეგ ჩვენი ქომაგები უკმაყოფილონი იყვნენ და ვფიქრობ, მათი გულის მოგება შევძელით", - თქვა "არსენალის" დამრიგებელმა უნაი ემერიმ.
"ვერ შევძელით იმ გეგმის შესრულება, რომელიც გვქონდა ამ თამაშისთვის. ეს იყო მატჩი, რომელშიც ვერ გამოვავლინეთ შესაძლებლობები... მიზეზები ღრმაა. ამ გუნდის მოტივირება ძალიან ძნელია... იგუაინის ტრანსფერი? არ მინდა, ყოველდღე ვიფიქრო ამ საკითხზე", - აღნიშნა მაურიციო სარიმ.


პოლ პოგბასა და მარკუს რაშფორდის გოლებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაიტონი" დაამარცხა. პოგბამ პენალტიდან შეაგდო, რაშფორდს კი მეორე სუნთქვა გაეხსნა მას შემდეგ, რაც გუნდში ოლე გუნარ სოლსკაიერი მივიდა.

"აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. დღევანდელი მატჩი დიდი გამოცდა იყო ჩვენი გუნდისთვის. მომენტები რომ გამოგვეყენებინა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე დავასრულებდით ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ნერვიულობა მოგვიხდა", - აღნიშნა სოლსკაიერმა ნამატჩევს.


"ლივერპულმა" ზედრამატულ დაპირისპირებაში 4:3 მოუგო "კრისტალ პალასს". დუბლი მიითვალა მოჰამედ სალაჰმა. გოლები გაიტანეს რობერტო ფირმინომ და სადიო მანემაც. "ეს იყო ზეემოციური მატჩი, რომელმაც დიდი ენერგია წაიღო", - თქვა ლიდერის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.


კვირას "მანჩესტერ სიტის" იოლი გასეირნება უნდა ჰქონოდა "ჰადერსფილდთან". პეპ გვარდიოლას გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ცალი ფეხით მოუგო აუტსაიდერს, რომელიც განწირული ჩანს ჩემპიონშიფში დასაქვეითებლად.


კვირასვე, "ტოტენჰემმა" ბოლო წამებზე "გამოაძრო" 3 ქულა "ფულჰემთან" მატჩში, რომელშიც თავიდან აგებდა. კურიოზული ამბავია - ტრავმირებული ჰარი კეინის ნაცვლად მაურისიო პოჩეტინომ თავდასხმაში დააყენა ფერნანდო ლორენტე, რომელმაც მეტოქის კარის ნაცვლად... საკუთარში გაიტანა...


ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "ტოტენჰემს" მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი ფრე უნდა ეთამაშა, "ფულჰემს" კი ზემნიშვნელოვანი ქულა მოეპოვებინა, მაგრამ... საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ჰარი უინქსმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა - 2:1.

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტის" პირველი გოლი "ჰადერსფილდის" კარში იყო მე-100 პეპ გვარდიოლას გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში.
  • მას შემდეგ, რაც 26 დეკემბერს "ლესტერთან" 1:2 წააგო, "სიტიმ" მოიგო ზედიზედ 6 მატჩი საერთო ანგარიშით - 27:2.
  • ლორან კოსიელნი მეცხრე სეზონია, პრემიერლიგაში თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ყველა სეზონში შეაგდო მინიმუმ ერთი გოლი მაინც. ეს მისი მე-20 გოლია პრემიერლიგაში.
  • ალექსანდრ ლაკაზეტმა მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი შეაგდო ლონდონურ დერბიში.
  • მარჯვენა მცველმა ექტორ ბელერინმა მიმდინარე პრემიერლიგაში მე-5 საგოლე პასი მიითვალა.

პრემიერლიგა. XXIII ტური
ვულვზი-ლესტერი 4:3
გოლები: 1:0 ჟოტა (4), 2:0 ბენეტი (12), 2:1 გრეი (47), 2:2 კოადი (51-საკ. კარში), 3:2 ჟოტა (64), 3:3 მორგანი (87), 4:3 ჟოტა (90+3)

ბორნმუთი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1: უილსონი (53), 2:0 ჯ. კინგი (90+1)

ლივერპული-კრ. პალასი 4:3
გოლები: 0:1 თაუნსენდი (34), 1:1 სალაჰი (46), 2:1 ფირმინო (53), 2:2 ტომკინსი (65), 3:2 სალაჰი (75), 4:2 მანე (90+3), 4:3 მაიერი (90+5)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - მილნერი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ფაბინიო (87. ლალანა), ჰენდერსონი - მანე, ფირმინო, კეიტა (72. შაჩირი) - სალაჰი (90+4. კამაჩო).
გაძევება: მილნერი (89. ლივერპული)

მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 2:1
გოლები: 1:0 პოგბა (37-პენ), 2:0 რაშფორდი (42), 2:1 გროსი (72)
მანჩესტერი (4-1-2-1-2): დე ხეა - იანგი, ლინდელიოფი, ჯოუნსი, დალოტი - მატიჩი - ერერა, პოგბა - ლინგარდი (75. მატა) - რაშფორდი (90+4. დარმიანი), მარსიალი (83. ლუკაკუ).

ნიუკასლი-კარდიფი 3:0
გოლები: 1:0 შარი (24), 2:0 შარი (63), 3:0 პერესი (90+3)

საუთჰემპტონი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 უარდ-პროუსი (50), 2:0 დინიე (64-საკ. კარში), 2:1 სიგურდსონი (90+1)

არსენალი-ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (14), 2:0 კოსიელნი (39)
არსენალი (4-1-2-1-2): ლენო - ბელერინი (72. ელნენი), პაპასტატოპულოსი, კოსიელნი, კოლაშინაცი - ჯაკა - ტორეირა, გენდუზი - რემზი (67. მეიტლანდ-ნაილსი) - ლაკაზეტი (68. ივობი), ობამეიანგი.
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (63. ბარკლი) - პედრო (80. ჰადსონ-ოდოი), ვილიანი (68. ჟირუ), აზარი.

ჰადერსფილდი-მანჩ. სიტი 0:3
გოლები: 0:1 დანილო (18), 0:2 სტერლინგი (54), 0:3 სანე (56)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დანილო - დე ბრუინი, ფერნანდინიო (59. დავიდ სილვა), გიუნდოგანი (80. დელფი) - სტერლინგი, სანე (72. ბერნარდო სილვა), აგუერო.

ფულჰემი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 ლორენტე (17-საკ. კარში), 1:1 ალი (51), 1:2 უინქსი (90+3)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, ერიქსენი, უინქსი, როუზი - ლამელა (79. დაიერი), ალი (86. ნ"კუდუ) - ლორენტე.

უოტფორდი-ბარნლი 0:0

ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 10 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
29 იანვარი: არსენალი-კარდიფი, ფულჰემი-ბრაიტონი, ჰადერსფილდი-ევერტონი, ვულვზი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბარნლი, ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი
30 იანვარი: ბორნმუთი-ჩელსი, საუთჰემპტონი-კრ. პალასი, ლივერპული-ლესტერი, ტოტენჰემი-უოტფორდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ რა პრემიერლიგა მართლა პირველია მსოფლიოში 6 და 7 გუნდი სულ თამაშობს.
გოგა
17:30 21-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული