26 იანვარს, ინგლისის თასის 1/16-ფინალში "მანჩესტერმა" სტუმრად "არსენალს" 3:1 სძლია და მერვედფინალში გავიდა.
რაც "იუნაიტედის" მწვრთნელად ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა, მისმა გუნდმა რვავე შეხვედრა მოიგო. ეს ამ კლუბის რეკორდია.
ოქტომბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა "მანიუს" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა.
ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - მანჩესტერი 1:3
გოლები: 0:1 სანჩესი (31), 0:2 ლინგარდი (33), 1:2 ობამეიანგი (43), 1:3 მარსიალი (82)
არსენალი: ჩეხი, კოსიელნი (გუენდოუზი 64), პაპასტოპულოსი (მუსტაფი 21), კოლაშინაცი, რემზი, მეიტელენდ-ნაილზი, ივობი (იოზილი 64), ტორეირა, ჯაკა, ლაკაზეტი, ობამეიანგი
მანჩესტერი: რომერო, ბაიი, შოუ, იანგი, ლინდელეფი, პოგბა, მატიჩი, ლინგაარდი (ჯონსი 88), ერერა, სანჩესი (მარსიალი 72), ლუკაკუ (რეშფორდი 72)