"ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ლესტერი" ვერ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს, პრემიერლიგის 24-ე ტურში "ლივერპულისა" და "ლესტერის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"ლივერპული" ამ მატჩში მძიმედ გამოიყურებოდა, პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს ფირმინომ და მანემ, შესვენებაზე გასვლის წინ საპასუხო გოლი გაუშვა, მეორე ტაიმში გამუდმებით და უშედეგოდ უტევდა და  საბოლოოდ 1 ქულით დაკმაყოფილება მოუწია.

"ლივერპული" 61 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით უსწრებს.

სადიომ მანემ მიმდინარე ჩემპიონატზე მეათე გოლი გაიტანა - მას უკვე 5 სეზონში გააქვს 10 და მეტი გოლი.

ლივერპული. "ენფილდი". 53 092 მაყურებელი
ლივერპული - ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 მანე (3), 1:1 მაგუაირი (45)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლივერპულის ბედად სიტიმ საერთოდ წააგო ნიუკასლთან :)). სხვაობამაც 1 ქულით მოიმატა
:)))))
19:20 31-01-2019
2
რა შანსი გაუშვა სიტიმ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული