
38 წლის ორმეტრიანი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი "სტოკიდან" "ბარნლიში გადაბარგდა.
კრაუჩს სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი.
მან ამ სეზონში ჩემპიონშიპის 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარნლიდან" "სტოკში" კი 29 წლის უელსელი ფორვარდი სემ ვოუკსი გადავიდა, რომლის ანგარიშზე ამ სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში 3 გოლია.