მაურიციო სარი: "ჩელსის" მოთამაშეებს ჩემი ფეხბურთის სტილის ვერაფერი ვერ გავაგებინე

AutoSharing Option
"ჩელსის" მენეჯერი მაურისიო სარი თავისი გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილოა და ამას არც მალავს.

"ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიას ეხება. ვფიქრობდი, რომ ახალ სტილს შევეთვისეთ, მაგრამ ასე არ ყოფილა. ეს სიმართლეა. ამისათვის დავისაჯეთ. მოთამაშეებს ჩემი ფეხბურთის სტილის ვერაფერი ვერ გავაგებინე. ჯერ სტრატეგიაზე მომიწევს მუშაობა და შემდეგ დეტალებზე - ტაქტიკაზე.

ამ გუნდს არ ძალუძს სირთულეებზე სათანადოდ რეაგირება. ამ პრობლემის არსს უნდა ჩავწვდეთ, რათა ჩავარდნები აღმოვფხვრათ", - ციტირებს სარის Sky Italia.

"არისტოკრატებმა" უკანასკნელ ტურში პრემიერლიგაზე 1996 წლის შემდეგ ყველაზე დიდი
ანგარიშით მარცხი იწვნიეს - "ბორნმუთთან" 0:4 განადგურდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაურიციო არ იდარდო, არ ესმით და შენი თავი (სარი) უთხ...თ
შაკო
12:10 01-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული