ოლე გუნარ სოლსკიაერი: ალექსის სანჩესი კეტჩუპის ბოთლს ჰგავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც "არსენალის" დატოვების შემდეგ მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა ჩილელი კეტჩუპის ბოთლს შეადარა.

"ვიცით, რომ ალექსისი ძალიან კარგი ფეხბურთელია. კეტჩუპის ბოთლს ჰგავს, რომლიდან გამოსვლაც თავიდან რთულია, მაგრამ შემდეგ მოდის და მოდის." - განაცხადა სოლსკიაერმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციაზე, ლიდერ "სიტის" 14 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგაზე 6 მარტს პსჟ-ს დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 0:2 დათმო.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პსჟ-მ ნეიმარისა და კავანის გარეშე "მანჩესტერს"

სტუმრად მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული