იურგენ კლოპი: გაგვიმართლა, ფირმინოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელმაც პრემიერლიგის 27-ე ტურში "მანჩესტერთან" მატჩისას მიიღო ტრავმა და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

"გაგვიმართლა, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. როდესაც ბობი ეცემა და მოედანს ტოვებს, ეს ყოველთვის ცუდის ნიშანია, რადგან ძალიან ძლიერი ბიჭია.

დიდი ალბათობით, დერბიში მონაწილეობას მიიღებს.

ითამაშებს თუ არა "უოტფორდთან"? სავარაუდოდ ითამაშებს, ვინაიდან ის ბობია. ძალიან სწრაფად ახერხებს აღდგენას", - განაცხადა კლოპმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული