"მანჩესტერმა" ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 8 გასვლითი მატჩი - სოლსკიაერის ხელმძღვანელობით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, პრემიერლიგის 28-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "კრისტალ პალასი".

დუბლი თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შეასრულა, რომელმაც ამ შეხვედრის წინ "იუვენტუსში" გადასვლის სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში "მანჩესტერმა" პირველად მოიგო ზედიზედ 8 გასვლითი მატჩი და ეს ახალი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მოახერხა.

"მანჩესტერი" 55 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 მარტს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.

ლონდონი. "შელჰურსტ პარკი"
კრისტალ პალასი - მანჩესტერი 1:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ 33), 0:2 ლუკაკუ (52), 1:2 უორდი (66), 1:3 იანგი (83)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული