28 თებერვალს, პრემიერლიგის 28-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "კრისტალ პალასი".
დუბლი თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შეასრულა, რომელმაც ამ შეხვედრის წინ "იუვენტუსში" გადასვლის სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში "მანჩესტერმა" პირველად მოიგო ზედიზედ 8 გასვლითი მატჩი და ეს ახალი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მოახერხა.
"მანჩესტერი" 55 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 მარტს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.
ლონდონი. "შელჰურსტ პარკი"
კრისტალ პალასი - მანჩესტერი 1:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ 33), 0:2 ლუკაკუ (52), 1:2 უორდი (66), 1:3 იანგი (83)