"ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, პრემიერლიგის 28-ე ტურში "ლივერპულმა" "უოტფორდი" 5:0 გაანადგურა.

"ლივერპული" 69 ქულით პირვლ ადგილზეა, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 1 ქულით უსწრებს და 3 მარტს "ევერტონს" შეხვდება.

"ლივერპულმა" ამ სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.

სადიო მანემ დუბლი შეასრულა, მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი დაამხო.

ლივერპული. "ენფილდი". 53 316 მაყურებელი
ლივერპული - უოტფორდი 5:0
გოლები: 1:0 მანე (9), 2:0 მანე (20), 3:0 ორიგი (66), 4:0 ვან დეიკი (79), 5:0 ვან დეიკი (82)

ნამატჩევს "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა
შესანიშნავად ითამაშა და სულ ტყუილად აკრიტიკებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული