"ოქროს ბურთი"? მე პრემიერლიგის მოგება მირჩევნია" - მოჰამედ სალაჰი

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ვესტ ჰემი" 5:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ეგვპიტელს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა "ოქროს ბურთის" მოგებაზე.

"ოქროს ბურთის" მოგება? მადლობა, მაგრამ პრემიერლიგის მოგება მირჩევნია", - უპასუხა სალაჰმა ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა შემტევმა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩში 20 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

"მერსისაიდელები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

alt

- მოჰამედ სალაჰი" />სალაჰი რჩება - ეგვიპტელმა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა

altმამარდაშვილს "ლივერპულში" სალაჰიც დახვდება - ეგვიპტელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

altდე ბრუინი, სალაჰი, ალისონი და სხვები - არაბული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ვარსკვლავის ყიდვას შეეცდებიან

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა შუაშია?
baggio
03:42 31-12-2024
0
როგორც ქინქლაძემ ვერ ითამაშა ბარსაში მას შემდეგ, რაც ის ვან გაალმა წაიყვანა, ისე ვერ ითამაშებს სალაჰი ესპანეთში!
ლაშა
16:37 30-12-2024
3

სიახლეები პოპულარული