"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, ოლე-გუნარ სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს სთავაზობენ.
როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს, 46 წლის ნორვეგიელი საკუთარ წინამორბედზე, ჟოზე მოურინიოზე ორჯერ უფრო ნაკლებს - 8.7 მილიონ ევროს მიიღებს. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელფასი კი წელიწადში 16.3 მილიონ ევროს შეადგენდა.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელები აღნიშნულ სიახლეს დადებითად შეხვდნენ.
"ყველას გვიყვარს ოლე და ის, რასაც ის აკეთებს. მის მიერ ნაჩვენები შედეგების შემდეგ ეს დანიშვნა სრულიად ლოგიკურია. ზედიზედ 9 გამარჯვება მოწმობს, რომ ოლეც და გუნდიც ყველაფერს სწორად ვაკეთებთ", - განაცხადა "მანჩესტერელთა" მარცხენა
მცველმა ლუკ შოუმ.