"როგორი კონტრაქტი და ხელფასი გინდა? და ძეგლი სად დაგიდგათ?" - ნევილი სოლსკაიერს ინტერვიუს ართმევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, რომელიც Sky Sports-ზე მუშაობს, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელისგან, ოლე გუნარ სოლსკაიერისგან პსჟ-სთან (1:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მოგების შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა.

"როგორი კონტრაქტი გინდა? ხელფასი რამდენი გინდა? და ძეგლი სად დაგიდგათ?", - დაიწყო ნევილმა და ნათელი მესიჯი გაუზავნა "იუნაიტედის" ბოსებს.

"ეს ფანტასტიკური საღამოა. ყველაფერს გავაკეთებ ზაფხულამდე და მერე ვნახოთ, რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა. ძალიან კარგი სამწვრთნელო გუნდი გვყავს და გვინდა, რომ ფეხბურთელებს უფრო ხშირად ჰქონდეთ ასეთი საღამოები. ჩვენ ამის ნაწილნი ვიყავით, ხომ ასეა?", - თქვა
სოლსკაიერმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ 0:2 წაგების შემდეგ სტუმრად პსჟ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი მაინც რას ნიშნავს როცა მწვრთნელად ყოფილი დიდი გუნდის ფეხბურთელი მოჰყავთ.მან უყურა და იმუშავა უდიდეს მწვრთნელთან და გუნდს დაუბრუნა ის თვისებები რასაც ის გუნდი ატარებდა სერ ალექსის თამადობით.
კახა ქირია
16:25 08-03-2019
2
კი გეთანხმები პსჟ თვითონ წააგო ტუხელმა, მაგრამ ღირსი იყო,ეს იმის ბრალია ვითომდა მაღალი დონის მწვრთნელები რომ მოყავთ მაგრამ მანჩესტერმა დაიბრუნა თავის თამაში მისი ტაკტიკის მეშვეობით პრემიერლიგაში ჯერჯერობით.მე პირადად ვგულშემატკივრობ მიუხედავად იმის რომ ამ შემადგენლობის პსჟ ფანი ვარ....
აკაკი
11:22 08-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული