16 მარტს, ინგლისის თასის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე 3:2 დაამარცხა "სუონსი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ "ქალაქელები" 69-ე წუთამდე 0:2-ს აგებდნენ, აგუერომ გადამწყვეტი გოლი კი თამაშგარედან გაიტანა.
"სიტის" მენეჯერმა გვარდიოლამ ნამატჩევს აღიარა, რომ გოლი თამაშგარედან გაიტანეს და მეტოქეს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ბერნარდუ სილვამ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
სუონსი. "ლიბერთი"
სუონსი - მანჩესტერ სიტი 2:3
გოლები: 1:0 გრიმსი (20, პენ), 2:0 ცელინა (29), 1:2 ბერნარდო სილვა (69), 2:2 ნორდფელდტი (78, საკ. კარში), 2:3 აგუერო (88)