იურგენ კლოპი: სალაჰმა მანესგან უნდა აიღოს მაგალითი

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს ბოლო 7 მატჩში არ გაუტანია გოლი და გუნდის მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ სადიო მანესგან უნდა აიღოს მაგალითი.

ასეთი "მშრალი სერია" ეგვიპტელს უკანასკნელად 2015/2016 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც "რომაში" ასპარეზობდა.

"მანე ადრე დაახლოებით ისევე თამაშობდა, როგორც ახლა. თუმცა, ახლა უფრო სწორად არჩევს პოზიციას, მუდამ იქ აღმოჩნდება, სადაც ბურთი მიდის. შესანიშნავ ფორმაშია. ამის მისაღწევად ბევრი იშრომა.

სწორედ ეს სჭირდება სალაჰს: ივარჯიშოს და ისევ დაიწყოს გოლების გატანა. მას ცოტა არც უმართლებს, მანეს კი - პირიქით. ამ გამართლებისათვის სადიო
ბევრს შრომობდა", - ციტირებს კლოპს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1 სეზონი ივარგა და სუპერვარსკვლავის სტატუსი აკიდეს, არადა რიგითი კარგი ფეხბურთელი იყო. ახლა რიგითი ნორმალური ფეხბურთელია - იგივე რაც შარშანდელ სეზონამდე. შარშან იყო პისი კარიერის ზენიტი და ეს კლოპის დამსახურება იყო - ისეთი ტაქტიკით თამაშობდა რომ ფირმონო და მანე მას ატანინებდნენ გოლებს ასე გამოდიოდა. სალაჰისგან ნუღარ მოელით რომ რამე მნიშვნელოვანს შექმნის - კარგ ფეხბურთელად ჩაამთავრებს კარიერას.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული