ლონდონის "არსენალი" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, ამისთვის კი რიგი ფეხბურთელების გაყიდვა არის აუცილებელი.
"მეთოფეების" თავკაცს, უნაი ემერის გადაწყვეტილი აქვს მესუთ იოზილისა და ჰენრიხ მხითარიანის გუნდიდან გაშვება, ვინაიდან გერმანელსა და სომეხს მაღალი ხელფასები აქვთ. კერძოდ, მხითარიანის ხელფასი კვირაში 180 ათას გირვანქას, იოზილის ხელფასი კი 350 ათას გირვანქას შეადგენს.
იოზილისა და მხითარიანის გაყიდვიდან შემოსული და სახელფასო ხარჯების შემცირების გზით დაზოგილი ფულით უნაი ემერის მარცხენა თავდამსხმელის, მარცხენა მცველის, ცენტრალური მცველისა და შემტევი ნახევარმცველის ყიდვა სურს.
მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით