ოფიციალურად: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე-გუნარ სოლსკიაერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ნორვეგიელ სპეციალისტ ოლე-გუნარ სოლსკიაერს, რომელიც კლუბში დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, - ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" ვებგვერდი იუწყება.

45 წლის სოლსკიაერმა ამ პოზიციაზე ჟოზე მოურინიო 2018 წლის დეკემბერში ჩაანაცვლა და მას შემდეგ "იუნაიტედმა" ჩატარებული 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი დათმო და 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.

"პირველი დღიდან, როცა ამ განსაკუთრებულ კლუბში მოვედი, თავს სახლში ვგრძნობ. დიდი პატივი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა, შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერის აქ დაწყება. ბედნიერი ვარ, რომ
მომეცა შანსი, კლუბთან ერთად გრძელვადიანი გეგმები დავსახო და ჩვენი გულშემატკივრებისთვის წარმატების მოტანა გავაგრძელო", - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს "მანჩესტერის" ვებგვერდი.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი პირველი მთავარი მწვრთნელია "წითელი ეშმაკების" ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო 6 მატჩიდან 6-ივეში გაიმარჯვა.

altლუი ვან გალი: სოლსკიაერსა და მოურინიოს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა - სოლსკიაერი იგებს

altოლე-გუნარ სოლსკიაერი - "ბარსელონასთან" შეხვედრაზე: სწორედ ამას ელის ჩვენი გულშემატკივარი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული