პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუერო მე-7 ადგილზეა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ "ფულჰემთან" მატჩში (2:0) ინგლისის პრემიერლიგაში თავისი 162-ე გოლი გაიტანა.

ამ მაჩვენებლით 30 წლის არგენტინელი ჯერმეინ დეფოს გაუთანაბრდა და ახლა პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-7 ადგილს იკავებს.

ყველა დროის რეკორდსმენ ალან შირერამდე აგუეროს 98 გოლი აშორებს, რაც საკმაოდ რთული მისაღწევი იქნება, თუმცა უეინ რუნის შედეგის გამეორება არგენტინელ ფორვარდს ნამდვილად შეუძლია.

საუკეთესო ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:

1. ალან შირერი - 260 გოლი
2. უეინ რუნი - 208
3. ენდი კოული - 187
4. ფრენკ ლემპარდი -
177
5. ტიერი ანრი - 175
6. რობი ფაულერი - 163
7. ჯერმეინ დეფო, სერხიო აგუერო - 162

alt"მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემი" დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნა [VIDEO]

alt250 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა

altბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს "ჩელსის" ყიდვა სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული