"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ მომდევნო სეზონში, შესაძლოა, პსჟ-ს ღირსება დაიცვას.
გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგული გრანდი დე ხეას სოლიდურ ხელფასს სთავაზობს, და თუ "მანჩესტერმა" საკუთარ გოლკიპერს მსგავსი პირობები არ შესთავაზა, დე ხეა, შესაძლოა, პარიზში გადაბარგდეს.
ახალი კონტრაქტის შესახებ "იუნაიტედსა" და დე ხეას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს, მოქმედი კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
პსჟ მზად არის, დე ხეას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხელფასის სახით კი კვირაში 400 ათასი ევრო შესთვაზოს, რითაც 28 წლის ესპანელი
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება.
მაურისიო სარი: არ ვიცი, რას აპირებს აზარი
"გენტის" უკრაინელი თავდამსხმელი: ბელგიაში საკუთარ თავს ყიდი
იოვიჩისა და პიანიჩის აგენტმა "რეალთან" მოლაპარაკებები გამართა