"ლივერპული" ძალიან ახლოს იყო ორი ქულის დაკარგვასთან, რობერტო ფირმინოს გოლს ლუკას მოურამ უპასუხა მეორე ნახევარში, თუმცა დასასრული მართლაც ზღაპრული აღმოჩნდა.
"როცა გავიტანეთ და ანგარიში 2:1 გახდა, ეს ჩემთვის შვება იყო. ეს არ ჰგავდა აქეთ-იქით ხტუნვას", - უთხრა კლოპმა კლუბის საიტს.
"უნდა ვთქვა, ჩემი აზრით, "ენფილდზე" არსებული გულშემატკივრობა დაუჯერებელი იყო, ნამდვილად დაუჯერებელი. პუბლიკა არ ღელავდა და ეს ძალიან კარგია.
არავინ ნერვიულობდა. მათ იცოდნენ,
"ლივერპული" ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და "მანჩესტერ სიტის" ორი ქულით უსწრებს. პეპ გვარდიოლას გუნდს შეუძლია პირველი ადგილის დაკავება ოთხშაბათ ღამით, სახლში "კარდიფ სიტის" დამარცხების შემთხვევაში. ხოლო "ლივერპული" პარასკევს ესტუმრება "საუთჰემპტონს".
"ჩვენ გვჭირდება ერთად ყოფნა, ერთად ვარჯიში, მომზადება და ახლა ეს უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ არ გვჭირდება დიდი დრო, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ.
ჩვენ წინაშე გამოწვევაა, კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ეს, მოვიკრიბოთ ძალები და გავფრინდეთ საუთჰემპტონში. იქ კი დაგვხვდება გუნდი, რომელიც კარგ ფორმაშია და ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ. ეს არის ის, რაც შემიძლია დაგპირდეთ", - განაცხადა კლოპმა.
"ლივერპული" პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩს სტუმრად "საუთჰემპტონთან" 5 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავს.