გონსალო იგუაინი: "ჩელსიში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და აქედან წასვლა არ მინდა

AutoSharing Option
"იუვენტუსიდან" "ჩელსიში" განათხოვრებულმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა პრემიერლიგაში ადაპტაციაზე ისაუბრა.

"აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ლიგაში თამაში. აქამდე ინგლისში არ მიასპარეზია.

ახლა ახალ ლიგაში ადაპტაციას გავდივარ. სისტემატურად არ მათამაშებენ, მაგრამ სეზონის კარგად ჩატარებას ვიმედოვნებ. კარგი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ და ევროპა ლიგის მოგების იმედიც მაქვს.

მთავარი მიზანი ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვედრაა. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, ჩვენს გუნდში გადმოსვლას ბევრი ფეხბურთელი მოინდომებს.

"ჩელსიში" დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ", - ციტირებს იგუაინს კლუბის საიტი.

იგუაინმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 8 მატჩში 3 გოლი
გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული