14 აპრილს, პრემიერლიგის 34-ე ტურში "ლივერპულმა" სახლში 2:0 სძლია "ჩელსის".
"ლივერპული" 85 ქულით გალიდერდა, "მანჩესტერ სიტის", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 2 ქულით უსწრებს და 21 აპრილს სტუმრად "კარდიფს" შეხვდება.
შეგახსენებთ, 17 აპრილს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ შეხვედრას გასვლაზე "პორტუსთან" გამართავს.
"ლივერპულმა" "ჩელსის" საკუთარ მოედანზე 2012 წლის შემდეგ პირველად მოუგო.
სადიო მანემ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 გოლი გაიტანა. რაც ინგლისში ასპარეზობს, ეს მისი საუკეთესო შედეგია.
სალაჰმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-19 გოლი გაიტანა და სერხიო აგუეროსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირია.
"ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 28 მატჩი მოიგო და 2013/14 წლების სეზონში დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, "წითლებს" უკვე 85 ქულა აქვთ. ამაზე მხოლოდ 1 ქულით მეტი 2008/09 წლების სეზონში დააგროვეს. ასე რომ, ამ სეზონში კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებენ.
ლივერპული. "ენფილდი". 53 279 მაყურებელი
ლივერპული - ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 მანე (51), 2:0 სალაჰი (53)