El Chiringuito ამტკიცებს, რომ ზაფხულში "მანჩესტერ სიტი" შეიძლება რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.
7-8 ფეხბურთელი უკმაყოფილოა გუნდში თავიანთი მდგომარეობით და ნავთსაყუდელის გამოცვლას გეგმავენ. ნახევარმცველი ლეროი სანე და თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი თვლიან, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ და წასვლა გადაწყვიტეს.
ამ სეზონში 23 წლის სანემ პრემიერლიგის 27 მატჩში (20 სასტარტოში) 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 22 წლის ჟეზუსმა 26 შეხვედრაში (8 ძირითადში) 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.