"ლივერპულმა" "კარდიფს" სძლია და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "კარდიფს".

"ლივერპული" 88 ქულით გალიდერდა, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 2 ქულით უსწრებს და 26 აპრილს "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.

"ლივერპულის" მიერ მოგროვებული 88 ქულა მისი საკლუბო რეკორდია.

"ლივერპულის" ნახევარმცველი ფაბინიო 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 4 წუთში ტრავმა მიიღო და მილნერმა შეცვალა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

კარდიფი. "კარდიფ სიტი". 33 082 მაყურებელი
კარდიფი - ლივერპული 0:2
გოლები: ვეინალდუმი (57), 0:2 მილნერი (81, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული