"ჩასვრილი იტალიელი" - "ბარნლის" სათადარიგოთა სკამიდან მაურიციო სარის შეურაცხყოფას აყენებდნენ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩისას "ბარნლის" სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები "ჩელსის" მენეჯერს, მაურიციო სარის შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სარის არაერთხელ უწოდეს "ჩასვრილი იტალიელი". მან უკმაყოფილება გამოთქვა, კომპენსირებულ დროში შეხლა-შემოხლა ატყდა და მსაჯმა კევინ ფრენდმა გააძევა.

სარი იმდენად იყო აღშფოთებული, რომ პრესკონფერენციაზე არ მივიდა და თავისი ასისტენტი ჯანფრანკო ძოლა გააგზავნა.

არბიტრმა ყველაფერი პროტოკოლში დააფიქსირა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ შეიძლება გამოძიება დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული