ხოსეპ გვარდიოლა სოლსკიაერის განცხადებაზე: "ასე თქვა? ეს მე არ მომწონს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბის წინ კომენტარი გააკეთა თავისი კოლეგის, ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებაზე, რომ "სიტის" ფეხბურთელები მსუბუქ ჯარიმებს აიღებენ.

"ასე თქვა, რომ ჩვენ მათზე დაჯარიმებას ვაპირებთ? ეს მე არ მომწონს. ეს ჩემს გუნდს არ ახასიათებს. არასდროს, ჩემი 10-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, არ მითქვამს ჩემი ფეხბურთელებისთვის ეს, არასდროს!

"ბარსელონას", "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები ამაზე უკეთ გეტყვიან. არცერთხელ არ მიმიცია მითითება, რომ მსგავსი მოქმედებით აეცილებინათ თავიდან თუნდაც კონტრშეტევა.

ზოგჯერ ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება, რაც მაღალი ტემპის ბრალია. თუმცა
მე ჯარიმებზე მეტად სხვა დეტალები მაინტერესებს, სხვა გზებით ვცდილობ გამარჯვების მოპოვებას.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვენ ისევ დაუსვით იგივე შეკითხვა."

კითხვაზე, შეუძლია თუ არა სოლსკიაერის სიტყვებს გავლენა მოახდინოს მატჩის მთავარ არბიტრზე, გვარდიოლამ უპასუხა:

"რა თქმა უნდა, შეუძლია. სწორედ ამიტომ თქვა!"

მანჩესტერული დერბი დღეს, 24 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მასპინძელი "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1-3
2

სიახლეები პოპულარული