"მანჩესტერ სიტიმ" "ბარნლის" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აპრილს, პრემიერლიგის 28-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 1:0 სძლია "ბარნლის".

თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მიმდინარე ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა და ტიერი ანრისთან ერთად მეორე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის ზედიზედ 5 სეზონში 20+ გოლი გაიტანა.

"სიტი" 92 ქულით ლიდერია, ლივერპული" კი მას 1 ქულით ჩამორჩება.

ამ მატჩის წინ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი "ბარნლის" თავდამსხმელ ეშლი ბარნსს დაჰპირდა, რომ თუ "ქალაქელებს" გოლს გაუტანდა, თავის გუნდში გადაიყვანდა. ის ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

დარჩენილ ორ ტურში "სიტი" "ლესტერს" უმასპინძლებს და გასვლაზე "ბრაიტონს" შეხვდება, ხოლო
"ლივერპული" სტუმრად "ნიუკასლს", სახლში კი "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.

ბარნლი. "ტერფ მური". 21 605 მაყურებელი
ბარნლი - მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: აგუერო (63)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული