"მანჩესტერს" დავიდ დე ხეას შეცდომა ძვირად დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აპრილს, პრემიერლიგის 36-ე ტურში "მანჩესტერისა" და "ჩელსის" მატჩი 1:1 დასრულდა.

გამარჯვების შემთხვევაში "მანჩესტერი" ოთხეულში შევიდოდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა და ამაში დამნაშავე მეკარე დავიდ დე ხეაა, რომლის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მარკოს ალონსომ გაათანაბრა ანგარიში.

დე ხეამ ბოლო 4 შეხვედრაში 3 შეცდომა დაუშვა, რომელთაც გოლი მოჰყვა. ამდენივე შეცდომა მან წინა 123 მატჩში დაუშვა.

"ჩელსი" 68 ქულით მეოთხე ადგილზეა, "მანჩესტერი" კი 65 ქულით - მეექვსეზე.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 526 მაყურებელი
მანჩესტერი - ჩელსი 1:1
გოლები: 1:0 მატა (11), 1:1 მარკოს ალონსო (43)
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუნაიტედი, ჩელსი და არსენალი ისე თამაშობენ მგონი არცერთს არ უნდა მეოთხე ადგილზე გასვლა :D
0

სიახლეები პოპულარული