"რთულია, მაურისიო სარის პატივი ვცე" - გარი კეჰილი "ჩელსიდან" მიდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი გარი კეჰილი სეზონის დასრულებისთანავე კლუბს დატოვებს - ამის შესახებ ფეხბურთელმა ოფიციალურად განაცხადა.

გარდა ამისა, 33 წლის მცველი "არისტოკრატთა" მთავარ მწვრთნელზე, მაურისიო სარიზეც გაბრაზებულია, რომელმაც გუნდის კაპიტანი მთელი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგაში მხოლოდ ორჯერ, ჯამში 23 წუთით ათამაშა.

"მზად ვარ, წავიდე და კლუბს მადლობელი ვტოვებ. მადლობელი ვარ თანაგუნდელების, სტაფის, გულშემატკივრების, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. აქედან თავაწეული მივდივარ.

ეს სეზონი კი ჩემთვის, პირადად, საშინელი იყო. როცა "ჩელსის" დავტოვებ, ამას თავიდან მთლიანად ამოვშლი. ძალიან რთული იყო. ბოლო 6 სეზონის განმავლობაში რეგულარულად ვთამაშობდი,
კლუბთან ერთად ყველაფერი მოვიგე და მოულოდნელი იყო, რომ მიმდინარე წელს ყველაფრის ყურება ტრიბუნიდან მიწევდა.

Sportall.Ge
ასე გააცილეს გარი კეჰილი თანაგუნდელებმა

თუ ფეხბურთელს 2, 3 ან 4 მატჩის განმავლობაში არ ათამაშებ, ამის ახსნა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ ეს 8 და 9 შეხვედრა გრძელდება, მაშინ საჭიროა თქვა, რა ხდება. მწვრთნელს ეს არ გაუკეთებია.

ამიტომ რთულია, პატივი სცე იმას, ვინც თვითონ არ სცემს პატივს იმ მოთამაშეებს, რომლებმაც კლუბთან ერთად წარმატებებს მიაღწიეს", - განაცხადა გარი კეჰილმა.

33 წლის მცველი "ჩელსიში" 2012 წლის იანვრიდან თამაშობს. ლონდონურის კლუბთან ერთად მან ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ლიგის თასი და ევროპის ლიგა, ორჯერ კი პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით
dailymail.co.uk
მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელი რეკლამა მეჩხირება თვალშიი!! ბევრ მკითხველს დაკარგავთ
ნიკა
17:42 06-05-2019
0
რას იზავ ,შენ კიარა რა ფეხბურთელებს უშვებენ,დაუნდობელია სამყარო.
ზაზა
20:29 10-05-2019
0

სიახლეები პოპულარული