"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"

AutoSharing Option
6 მაისს ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი "მანჩესტერ სიტი" შინ "ლესტერს" ხვდებოდა. ანგარიში 70-ე წუთამდე 0:0 იყო. 70-ე წუთზე კი, მანჩესტერელთა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა ვენსან კომპანიმ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაუტანა კასპერ შმეიხელს. შეიძლება ეს გოლი ჩემპიონობის მომტანიც კი იყოს "სიტისთვის".

შეხვედრის შემდეგ ბელგიელმა მცველმა აღნიშნული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ამ სეზონში გოლი არ გამიტანია, თუმცა ასეთ მომენტებში სულ ვგრძნობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი დღეს, რადგან ყველა მიყვიროდა - "არ
დაარტყა! არ დაარტყა!". ეს მესმოდა და ძალიან ვღიზიანდებოდი. გავიფიქრე: ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?! ამიტომ უბრალოდ ავდექი და დავარტყი!

იმის თქმა შემიძლია, რომ ასეთი გოლები ვარჯიშზე გამიტანია. იცით, სასაცილოა, 15 წელია ფეხბურთს უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და ნახევარმცველები სულ ამბობენ: "არ დაარტყა, პასი გააკეთე". და ეს 15 წელია მესმის. მე ვუთხარი მათ: "ერთ დღესაც საჯარიმოს გარედან დავარტყამ, გოლსაც გავიტან და თქვენ ბედნიერები იქნებით. ეს ყველაფერი დღეს მოხდა", - უთხრა კომპანიმ Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, პრემიერლიგაში 1 ტურია დარჩენილი. ამ ეტაპზე, "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" 1 ქულით უსწრებს. მანჩესტერელები ბოლო თამაშს "ბრაიტონთან" გამართავენ გასვლაზე, ხოლო"ლივერპული" სახლში"ვულვზს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუმჯობესების ნაცვლად ეს საიტი გამუდმებით უკან მიდის.
3
მოაშორეთ ეს რეკლამები თორემ მალე აქ საერთოდ აღარ შემოვალ.. მე მგონი მარტო მე არ ვფიქრობ ასე...
პილიგრიმი
17:25 07-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული